logo
ENG



შაბათის ფორმულა: სუს-ის სპეცოპერაციისას დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი და დაიმტვრა 5 მანქანა

20 მარ 202120:15
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაცია ჩაატარა.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ანტიკორიფციული დეპარტამენტის გამომძიებლები ახალგაზრდებს მისდევდნენ, რომლებიც ყალბი ფულის, 3 500 ლარის გასაღებაში იყვნენ ბრალდებულები.

სპეცოპერაცია დღის საათებში, თბილისში, მუხიანში მიმდინარეობდა. დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. დევნისას გამომძიებლები სუსიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლის გაჩერებულ მანქანასაც დაეჯახნენ. მაშველი ავტომობილში ოჯახთან, მცირეწლოვან შვილებთან ერთად იჯდა. ჯამში ამ სპეცოპერაციის დროს დაიმტვრა 5 ავტომობილი.

არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაშავდნენ თვითონ ბრალდებულებიც. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში განათავსეს, ხოლო საგამოძიებო უწყებამ საავადმყოფოების ხელმძღვანელებს მედიასთან კომუნიკაციისგან თავის შეკავება ურჩია.


close დახურვა